|
2017-02-14 13:40:41, 2246 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: 2017 წლის იანვარში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა
2017 წლის იანვარში, წინასწარი შედეგებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აქედან: ექსპორტი 45%-ით გაიზარდა და 177 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი, 15%-ით გაიზარდა და 474 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უწების ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 298 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა. „2017 წლის იანვარში 177 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 45%-ით და 55 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - 44.3 მლნ აშშ დოლარი (39%-ით და 12.5 მლნ აშშ დოლარით მეტი), სამრეწველო პროდუქცია - 132.7 მლნ აშშ დოლარი (47%-ით და 42.5 მლნ აშშ დოლარით მეტი). უფრო დეტალურად: ღვინო - ექსპორტი 10.2 მლნ აშშ დოლარი (104%-ით და 5.2 მლნ. აშშ დოლარით მეტი); მინერალური წყალი - ექსპორტი 7.6 მლნ აშშ დოლარი (35%-ით და 2 მლნ. აშშ დოლარით მეტი); სპირტიანი სასმელების - ექსპორტი 7.5 მლნ აშშ დოლარი (185%-ით და 5 მლნ. აშშ დოლარით მეტი); მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტი 3.2 მლნ აშშ დოლარი (111%-ით და 1.8 მლნ აშშ დოლარით მეტი); ცხვრის ხორცი - ექსპორტი 1.1 მლნ აშშ დოლარი (წ.წ იანვარში ექსპორტი არ განხორციელებულა); ფეროშენადნობები - ექსპორტი 23.7 მლნ აშშ დოლარი (6-ჯერ და 20 მლნ აშშ დოლარით მეტი); სპილენძის მადნები - ექსპორტი 33.2 მლნ აშშ დოლარი (34%-ით და 9 მლნ აშშ დოლარით მეტი); აზოტოვანი სასუქების - ექსპორტი 11 მლნ აშშ დოლარი (65%-ით და 4 მლნ აშშ დოლარით მეტი); მედიკამენტები - ექსპორტი 9.3 მლნ აშშ დოლარი (85%-ით და 4.3 მლნ. აშშ დოლარით მეტი)“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. რაც შეეხება იმპორტის მონაცემებს, სამინისტროს ცნობით, იმპორტის მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია გასული წლის იანვართან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც გასული წლის საშუალო, ასევე წინა თვის იმპორტის მაჩვენებელს. „არსებული ტენდენციისა და საგარეო მოთხოვნის მეტად გაუმჯობესების შედეგად მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რაც საგარეო ვაჭრობის გზით ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
(NS)
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)