11:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 11:32:08, 1422 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი ცენტრალთან“ არასრულწლოვანი მოკლეს

"თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან დღეს ღამით მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. არასრულწლოვანს ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა ცხელ კვალზეა გახსნილი და არასრულწლოვანი პირია დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ განაცხადა
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
WP: აშშ და ირანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics