|
2017-02-14 10:50:23, 1087 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
“ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში შექმნა, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ჩარიცხულ თანხას ყველა დაზარალებულის რეაბილიტაციისათვის სათანადოდ გადაანაწილებენ. დახმარების თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე: ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002 ს.ს. ,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602 ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608 მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება. ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის ,,მაგთის", ,,ჯეოსელის", ,,ბილაინის" აბონენტებმა შემდეგ ნომერზე 0 901 901 959 ზარის ღირებულება 1 ლარი. სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება მოუწოდებს ადამიანებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ. ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)