|
2017-02-13 16:45:58, 1161 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ “ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ: ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002 ს.ს. ,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602 ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608 მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება. საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან - ,,მაგთიდან", ,,ჯეოსელიდან", ,,ბილაინიდან" - შემდეგ ნომერზე 0 901 901 959 ზარის ღირებულება 1 ლარია. სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)