|
2017-02-13 16:39:50, 1663 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ გადაგზავნილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას უკავშირდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ სასამართლო რეფორმა დროულად დაინერგოს. „საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, მან კიდევ ერთხელ მიიღო რეფორმა საერთო სასამართლოებში და ეს ახალი პაკეტი გამოუშვა ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სასამართლოს დეცენტრალიზაციას, სასამართლოს მეტ დაცულობას, რაც იყო პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის პოზიციას. ეს პრობლემები და ეს საკითხები რჩება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად და ჩვენ ვაგრძელებთ მათზე მუშაობას. კანონთა პაკეტი მოიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებასაც, მათ შორის საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, რასაც პრეზიდენტმა ადრეც დაუჭირა მხარი", - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)