|
2017-02-13 16:16:48, 2394 ნახვა
სამართალი კომენტარი
თალაკვაძის შეფასებით, პროკურატურის განცხადება არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მკვლელობა პატრიარქის მიმართ მზადდებოდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პროკურატურის განცხადება არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პირი, რომლის მკვლელობის მცდელობაზეცაა საუბარი, პატრიარქია. „არ გვაძლევს ჯერჯერობით ამის საფუძველს, მაგრამ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ როდესაც გამოვლინდა ასეთი დანაშაული და აღიკვეთა ავტომატურ რეჟიმში უსაფრთხოების ზომები პატრიარქის დასაცავად იქნა გაძლიერებული და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში და იმყოფება ადგილზე",-განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, თალაკვაძის განმარტებით, პირველ რიგში მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს და აღკვეთეს ის დანაშაული, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო. "აქ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ძალიან ყურადღებით და ძალიან სწრაფად ახდენს რეაგირებას ამ ყველაფერზე. რაც შეეხება გამოძიებას, დარწმუნებული ვარ, გამოძიება გასცემს პასუხებს ყველა შეკითხვას, რომელიც ამ ეტაპზე აქვს საზოგადოებას, და გაირკვევა კიდევ უფრო მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით",-აღნიშნა თალაკვაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)