2017-02-13 12:49:11, 3144 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში საერთაშორისო ძალების იერიშს 18 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საერთაშორისო ძალების იერიშის დროს, 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters-ი ავღანეთში გაეროს სპეციალური მისიაზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, ძირითადად, ქალები და ბავშები არიან.
ინციდენტს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა უკვე გამოეხმაურა და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ.
საერთაშორისო ძალებს საავიაციო იერიში თალიბანის ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებზე უნდა მიეტანათ.
გაეროს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ამერიკული და ავღანური საჰაერო იერიშების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავებისა და გარდაცვალების მასშტაბები, ბოლო წლის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან