10:14 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 12:29:21, 1076 ნახვა

საზოგადოება
ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. 

აქციის მონაწილეები ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ ქონებას აპროტესტებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვს. შენობაში შესვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები არ აძლევენ. 

„ქრთამი იქნა გადახდილი დედაქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მოსამართლის ოჯახისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი აქვს გასაცემი... გამოვიდეს ეს ადამიანი და გვითხრას, რომ აღარ შემიძლია მაძალებს ივანშვილი და სისულელეს სისულელეზე მაკეთებინებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით თანხა და უძრავი ქონება გადასცა. ოპოზიციის მტკიცებით, ქონება, რომლის სანაცვლოდაც კომპენსაცია გაიცა ზვიად ნაზღაიძეს 2013 წლიდან აღარ ეკუთვნოდა, თუმცა ამის მიუხედავად მან კომპენსაცია მაინც მიიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics