|
2017-02-12 10:42:44, 2208 ნახვა
სამართალი
ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, მან საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტით შეთავაზებული ცვლილებები გააცნო და დამსწრეების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა. „დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე არის წარმოდგენილი - პარლამენტი, მთავრობა, არასამთავრობოები. უმეტეს საკითხზე არის კონსესუსი. ამ პერიოდმა, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, დაანახა საზოგადოებას, რომ შსს-ს ინიციატივები იყო სწორი და საჭიროც. ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული იქნეს უმოკლეს ვადაში,“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა. შეხვედრაზე განიხილეს ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების, მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ასევე, ადმინისტრირების გამკაცრების შესაძლებლობა სიჩქარის გადაჭარბებაზე, არასწორ მანევრირებასა და ნასვამობაზე. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)