|
2017-02-11 14:29:30, 2457 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძაბირაძე ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე: ხელისუფლება ცდილობს შექმნას ილუზია, რომ სააგენტო დამოუკიდებელი იქნება
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლება ვერ ელევა ე.წ მოსმენების აპარატურას და უნდა, შექმნას ილუზია, რომ კანონპროექტში წარმომდგენილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, დამოუკიდებელი იქნება. როგორც ძაბირაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სააგენტოს შეიძლება 20 მაკონტროლებელი პირი ჰყავდეს, მაგრამ ეს კონტროლი შესაძლოა, მაინც ფორმალური იყოს. "სკეპტიკურად ვუყურებ ამ მოსმენების თემას. თუ ჩვენზე განვითარებული და ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ სხვა ქვეყნის ინტერვენციას ელექტრონულ და სოციალურ ქსელებში, ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ ამ კუთხით უსაფრთხოების მიღწევა? გარდა ამისა, არის ინფორმაცია და არც არავინ უარყოფს, რომ უსმენენ არა მარტო უბრალო მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფოს მეთაურებსაც ერთმანეთთან საუბრის დროს. ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია მოსმენებისგან დაზღვეული იყო. მეორეს მხრივ მოსმენები შეიცავენ პოლიტიკურ ელემენტს. ხელისუფლებას ურჩევნია ჰქონდეს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოსმენების საშუალებები, ის ვერ ელევა, რომ ბოლომდე დათმოს და ცდილობს შექმნას ისეთი ილუზია, რომ 7 მაკონტროლებელი პირი ეყოლება. შეიძლება 20 მაკონტროლებელი ჰყავდეს, მაგრამ კონტროლი მაინც ფორმალური იყოს ", - აღნიშნა ძაბირაძემ. კითხვაზე - როგორ აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის ინიციატივას კიბერუსაფრთხოების სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს გააკონტროლებს, ექპერტმა აღნიშნა, რომ ინიციატივა კარგია იმ შემთხვევაში, თუ ის რეალურად იმუშავებს. თუმცა, მანვე განმარტა, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ შეუქმნია მეტნაკლებად წარმატებული სამსახური, რომ კიბერუსაფრთხოება უზრუნველყოს. "წინააღმდეგი ასეთი სამსახურის არ ვარ, მაგრამ კიდევ ერთი ბიუროკრატიული სამსახური შეიქმნას, რომელიც არაფერს გააკეთებს და მხოლოდ ბიუჯეტიდან სახსრებს აიღებს, ამის წინააღმდეგი ვარ. მთელ მსოფლიოშია ამ კიბერუსაფრთხოებაზე ლაპარაკი, მაგრამ რასაც ვხედავთ, არც ერთ სახელმწიფოს, არ შეუქმნია მეტნაკლებად წარმატებული სამსახური, რომ უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოება. დავიწყოთ ამაზე ფიქრი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა ტექნიკური საშუალებები გაგვაჩნია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. ცნობისთვის, წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას, განსაზღვრავს მის სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. სააგენტოს ამოცანად განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი. შეგახსენებთ, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირისთვის გადაიდო.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)