|
2015-03-31 16:32:00, 579 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სფეროში გენდერულ მრჩეველთა ორდღიანი სემინარი გაიხსნა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის სფეროში გენდერულ მრჩეველთა ორდღიანი სემინარი გაიხსნა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სემინარი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა გახსნა და სემინარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა მარიეტ შურმანმა. ნატოს წარმომადგენელმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა და სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინ გენდერული მრჩევლების მომზადების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სემინარი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უკვე მესამედ ტარდება. გენდერული მრჩევლების ტრენინგის მესამე ეტაპს ნორვეგიელი და დანიელი ექსპერტებიც ესწრებიან. „გენდერული თანასწორობის საკითხზე მუშაობა წლების წინ დაიწყო და ამ კუთხით დიდი პროგრესია მიღწეული. დღევანდელი დღე ზუსტად ამის მაჩვენებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, იგეგმება ტრენინგები, თანამშრომლების გადამზადება და მათთვის გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ მიზნით არის ჩამოსული ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, სპეციალური წარმომადგენელი ქალბატონი მარიეტ შურმანი თავისი ჯგუფით და დამატებით მოწვეული გვყავს სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც", - აღნიშნა გოჩა რატიანმა. ექსპერტები გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325-ის შესახებ, სამშვიდობო მისიების დროს გენდერულ საკითხებზე და ქალთა ნებისმიერი ფორმის ძალადობის აღმოფხვრის კონვენციის შესახებ ისაუბრებენ. სემინარში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები. „გაეროს რეზოლუციის №1325 იმპლემენტაციის თვალსაზრისით, საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. ეს გეგმა მესამე წელია ხორციელდება და განსაკუთრებული როლი აქვს სწორედ თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაზე წარმატებული უწყებაა ამ კუთხით. ნატოს გენერალური მდივნის გენდერული მრჩევლის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნატო მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოს იმ სტანდარტის დანერგვაში, რაც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე არის მსოფლიოში მიღებული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)