|
2017-02-10 18:47:59, 3032 ნახვა
ეკონომიკა
პრეზიდენტი: ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლადგახნსილ „სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახლემწიფოს და ქვეყნის განვითარებას. „უაღრესად სასიხარულოა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, მონაწილეობა იმ პროცესში, როდესაც იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, შენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. როდესაც ვხედავთ, რომ ფუძნდება ახალი საგანმანათლებლო კერა. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას, ემსახურებოდნენ ახალგაზრდა თაობების აღზრდას და ეს ადამიანები არიან ჩართულები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაში. 2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა იმ ჯგუფს, რომელმაც ასეთი კარგი პირველი ნაბიჯი გადადგა 2017 წელს და ასეთი მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტს იწყებს წლევანდელი წლიდან. ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ღონისძიების ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი სულიკო ქადაგიძე, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. „მე ძალიან მახარებს, რომ თქვენ ჯგუფთან ერთად ამ პროცესში ჩართულია ბატონი სულიკო ქადაგიძე. ბატონი სულიკო არის ადამიანი, რომელმაც მართლა ძალიან ბერვი გააკეთა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისათვის. 80-იან წლებში თქვენ ხელმძღვანელობდით იმ ინსტიტუტს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი, საბჭოთა კავშირის სისტემაში, მომავალი ბიზნესის და ჩვენი მაშინდელი სისტემისთვის უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანი დისციპლინის სწვალებას ახორციელებდა. შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან თქვენ შექმენით ის ბრენდი, რომელიც არის მართლაც გამორჩეული სტანდარტისა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, ეს არის „ESM". დღეს უაღრესად მახარებს, რომ ამ ახალ წამოწყებაშიც თქვენ მონაწილეობთ. ეს მართლაც ძალიან დიდი იმედის მომცემია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა მნიშვნელოვნად წაადგება ამ ახალ ინსტიტუტს. გისურვებთ წარმატებას ახალ ჯგუფს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ბატონი სულიკოს მიმართ და მინდა დღეს დავაჯილდოვო ღირსების ორდენით,"-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)