|
2017-02-09 14:25:10, 1028 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან გამართა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მოძრაობის „ეს შენ გეხება" წევრებს შეხვდა და ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესახებ კონსულტაციები გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე პრობლემურ დებულებას შეიცავს. დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტურქტურებთან, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი პოზიცია, რომელიც იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებებთან და გადაწყვეტილებასთან. ანა დოლიძე კონსულტაციებს სთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. „ჩვენ გავივლით ყველა ამ საჭირბოროტო საკითხს ყველა შესაბამის ორგანოსთან, ვთავაზობთ კონსულტაციას საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო ფრაქციებს და გამოვლინდება ის თემები რომლებზეც შეიძლება შეთანხმება, ან რომლებზეც გაგრძელდება დისკუსია. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკანონმდებლო მუშაობაში, თუ ამის საშუალება მოგვეცემა და კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ, დაჩქარებულ რეჟიმში. ჩვენ ვფიქრობთ გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია და რომელიც რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს. შესაბამისად, ვეტოზე, ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია, იმიტომ რომ ჩართული ვართ საზოგადოებასთან, პარლამენტთან მუშაობაში და ვთავაზობთ მათ, რომ ყველა პრობლემური საკითხი კონსულტაციების რეჟიმში გავიაროთ", - განაცხადა ანა დოლიძემ. დღესვე ანა დოლიძე გეგმავს შეხვედრას ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებთან. 6 თებერვალს კი, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უკვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, მოძრაობის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გიორგი გოცირიძე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოდან" გიორგი ბურჯანაძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან" ლიკა საჯაია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)