|
2015-03-31 15:35:33, 742 ნახვა
სამართალი
შსს-ში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას რეფორმის პროცესში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სისხლის სამართლის რეფორმაში პოლიციის კომპონენტის განახლებული სამოქმედო გეგმა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მონაცემთა დაცვის საკითხები, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითებზე სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარადგინეს. სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართა ლდამცავი სტრუქტურა, ასევე სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)