|
2017-02-08 15:40:12, 2356 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის - www.construct.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
„ტექნოპარკში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის - www.construct.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე პროექტის ავტორებმა მოწვეულ სტუმრებს საიტის შინაარსი და ფუნქციონალი გააცნეს და ისაუბრეს ვებ-გვერდის მიზნებსა და საჭიროებებზე. ღონისძიებას 200-მდე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. www.construct.ge „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“, შპს „ვისეილისა“ და შპს „მოდულატორის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნა სამშენებლო სექტორისთვის. ვებ-გვერდის საშუალებით მწარმოებელი, სამშენებლო, საპროექტო და საექსპერტო კომპანიები შეძლებენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას; შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას; ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას. კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოებას და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. (NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)