|
2017-02-08 14:38:34, 2142 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე ირმა ნადირაშვილს: თხრობა კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს თხრობაში არსებითი შეცდომებია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სამინისტროში ოპტიმიზაცია ანალიზის შემდეგ ჩატარდა და ამის შედეგად უწყებამ 32 მილიონი ლარი დაზოგა. „ქალბატონ ირმას მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხზე. თხრობა კარგად გამოგდით, მაგრამ თქვენს მოთხრობებში არის არსებითი შეცდომები. ჯერ ეს ერთი , ოპტიმიზაციის შედეგად ვინც სამსახური დატოვა იყვნენ სამოქალაქო პირები და თუ გაინტერესებთ რაოდენობებსაც მოგაწვდით. ოპტიმიზაცია ჩატარდა ანალიზის შემდეგ. იქ აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი დუბლირებული ფუნქციები, ხელოვნურად გაზრდილი შტატები, სამოქალაქო მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც ყარაულში იყვნენ გაფორმებული. 32 მილიონი დაიზოგა ამ ოპტიმიზაციის შედეგად“,-განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროდან ასობით თანამშრომელი და მათ შორის ოფიცრები გაათავისუფლეს. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, მათი ნაწილის გადამზადებისთვის სახელმწიფომ 10 ათასი ლარი გადაიხადა, „თუმცა ეს თანხები წყალში ჩაიყარა“.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)