|
2017-02-08 13:59:08, 1857 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში
„ეს არ არის საბოლოო წერტილი, ჩვენი მიზანია სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან. „მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ის მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. ეს არის მართლაც ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიღწევა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა, ეს არის აქ მჯდომი თითოეული ადამიანის მიღწევა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც არის დაკავშირებული ევროპულ ინტეგრაციასთან. აქვე მინდა აღვნიშვნო, რომ ეს არ არის რა თქმა უნდა ჩვენთვის ბოლო წერტილი. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ რა თქმა უნდა სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს მიზანიც იქნება აუცილებლად უახლოეს მომავალში მიღწეული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)