|
2017-02-08 10:21:46, 3465 ნახვა
სამართალი Lifestyle
ლაშა ნაცვლიშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დავით საყვარელიძის ბრალდებებს „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის მას ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა. ნაცვლიშვილი საყვარელიძის ბრალდებას „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს. „როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately... მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს. და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ. P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე - მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, - ეს არა მხოლოდ ღირსების შემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია“, - წერს ნაცვლიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)