|
2017-02-07 19:06:02, 1273 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნა ისეთი, როგორიც საჭიროა
ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, ჩვენ თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნა ისეთი, როგორიც საჭიროა, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სკოლებში არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევების 90%-ში აღმოჩნდება, რომ უფრო კარგად შეიძლება, ვიდრე მანამდე იყო. მისივე განცხადებით, სკოლის დამლაგებლების ხელფასი არ არის უფრო დაბალი, ვიდრე სხვა დამლაგებლების ხელფასია და ეს დაახლოებით 150 ლარის ფარგლებშია. მისივე განცხადებით, დამლაგებელმა დღეში რამდენჯერმე უნდა დაასუფთაოს საპირფარეშო. ჯეჯელავა ყვება, რომ არის შემთხვევები, როდესაც საპირფარეშო არ არის დასუფთავებული, რადგან ამბობენ, რომ მილებია გამოსაცვლელი. "ნამდვილად ძალიან დაბალი ხელფასია, უფრო მაღალი რომ იყოს ჩვენ ძალიან გვინდა და ამ მიმართულებით აუცილებლად წავალთ. მეორე მხრივ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყველა სამსახურში ამართლებენ თავიანთ ”არამაქსიმალურ თავდადებას არა შესაფერისი ანაზღაურებით”. თუ ჩემი თანამშრომელი (სულ ერთია, 1500-ლარიანი იქნება, 600 ლარიანი, თუ 150 ლარიანი) ამბობს, რომ არ უღირს ამ ხელფასზე მუშაობა, მე ვეუბები, მაშინ გაატარე, ვისაც უღირს. სოფლებში ხშირად ის 150-ლარიანი ხელფასი ძალიან სერიოზული შემოსავალი შეიძლება იყოს ოჯახისთვის, რომელიც თვითკმარია სხვადასხვა მიმართულებით. ხელფასი გაიზრდება, ოღონდ ვინც თვლის, რომ 150 ლარად არ უნდა გააკეთოს თავისი საქმე, იმათთან ვერ ვიმეგობრებთ, ნამდვილად", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)