|
2017-02-07 18:50:03, 959 ნახვა
საზოგადოება
„კობახიძის მოსამართლედ არჩევა ადამიანის უფლებების ისედაც არასახაბიელო მდგომარებაზე უარყოფითად იმოქმედებს“
პლატფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას ეხმაურებიან. საკუთარ განცხადებებში პარლამენტის წევრი მკვეთრად ჰომოფობიური და არასეკულარული მიდგომებით გამოირჩევა. მაგალითად, ერთ-ერთ განცხადებაში, ქალბატონი მანანა კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ წარმომადგენლის უფლებები დაირღვევა, ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მას, როგორც დეპუტატს, ექნება შესაბამისი რეაგირება და მიდგომა, თუმცა ამავდროულად დასძენს: „მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მართლმადიდებელს, მაქვს უფლება მქონდეს შეხედულება ამ შეხედულების გამოხატვის უფლება. თუკი არა ვარ ლესბოსელი, რა, რა უნდა ვქნა". აღსანიშნავია, რომ იმავე ინტერვიუში მანანა კობახიძე საუბრობს ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც გამოირჩევიან შეუწყნარებლობით და ძალადობით სხვადასხვა არადომინანტი ჯგუფების მიმართ, პირდაპირი ეთერი ძალადობრივი ქმედებებით ჩაშალეს. მანანა კობახიძე პირდაპირ გამოხატავს მათ მიმართ სიმპათიას და მხარდაჭერას: " [..] ის, რომ ამ ადამიანებსაც ჰქონდათ გამოხატვის თავისუფლება, მათთვის მიუღებელი იყო გარკვეული პროპაგანდა, ამ შემთხვევაში მამათმავლობის და ლესბოსელობის, რაც ქრისტიანული მორალისთვის არის მიუღებელი – ეს ვთქვი მე. ის, რომ მართლმადიდებლობა ცოდვად თვლის მამათმავლობას და ლესბოსელობას, ეს ჩემი მოგონილი არ არის, სახარებაშიც წერია, წმინდა მამებიც ამბობდნენ და ქრისტე ამბობდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი. მე ვთქვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ გარკვეულ აზრს ეს ბიჭები- მეთქი, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ის, რაც შეიძლება ევროპაში მიღებულია, მართლმადიდებლური სარწმუნეობისთვის მიუღებელია. ეს ბიჭები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და არ ჩადიოდნენ დანაშაულს. მაგრამ ეს საქმე დაჭირდათ იმისთვის, რომ თითქოს იცავენ უმცირესობების უფლებებს, ეს იყო მთელი კონტექსტი ამ ინტერვიუსი.ამათ ამოგლიჯეს, თითქოს ევროპაში იცავენ უმცირესობებს და საქართველოში მიუღებელია, ჩვენთვის კი არა, მართლმადიდებლობისთვის არის მიუღებელი მამათმავლობა და ლესბოსელობა". სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებთ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი შეკითხვები გაგვაჩნია კანდიდატის როგორც პროფესიულ, ისე ღირებულებით ფასეულობებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისადმი და უარყოფით გავლენას იქონიებს უმცირესობების და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყნის შიგნით არსებულ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაზე. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღნიშნული პოზიცია მხედველობაში მიიღონ საქართველოს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)