|
2017-02-07 12:27:42, 1780 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: მოგიწოდებთ, ჩვენი შენიშვნები განიხილოთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ეტაპი საკანონმდებლო პროცესში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მომხსენებელმა ანა დოლიძემ, კომიტეტის წევრებს მოუწოდა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილონ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ეტაპი საკანონმდებლო პროცესში. მისივე განმარტებით, მოტივირებული შენიშვნები ესაა საშუალება, პრეზიდენტმა საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს: „ჩვენი შენიშვნები ეხება რამდენიმე ასპექტს წარმოდგენილი კანონპროექტისა და მოგიწოდებთ, რომ ჩვენი შენიშვნები განიხილოთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ეტაპი საკანონმდებლო პროცესში. მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო პროცესი გვირგვინდება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის განხილვით, მისი გამოქვეყნებით, ან პარლამენტისათვის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაბრუნებით. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ არის რაიმე ფატალური, ან დრამატული ეტაპი, ესაა საშუალება, რომ პრეზიდენტმაც მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში და გთხოვთ, ასე განიხილოთ თქვენს წინაშე წარმოდგენილი მოსაზრებები. ჩვენი მოსაზრებების ამოსავალი მიზანია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება“,-განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას, მეორე ჯგუფი- მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, ხოლო შენიშვნების მესამე ჯგუფი, შედარებით ტექნიკური ხასიათისაა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სთავაზობს ცვლილებებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას უფრო დახვეწს.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)