|
2017-02-06 19:01:23, 1226 ნახვა
სხვადასხვა
რა დადებითი თვისებები აქვს ყურძენს - კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევა
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეში ორჯერ თითო მტევანი ყურძნის მიღებას ალცჰეიმერის დაავადების მძიმე შედეგების თავიდან არიდება და მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია, - ამის შესახებ ჟურნალი Experimental Gerontology იუწყება და კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ყურძენი ტვინის იმ ზონების გააქტიურებას ახდენს, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ ზონებში მეტაბოლური პროცესების დაქვეითება ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე ხდება. ჩატარებული კვლევის თანახმად, 6 თვის განმავლობაში ყურძნის მიღებამ მეხსიერების დაქვეითების ადრეული სტადიის მქონე პაციენტების ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება გააუმჯობესა. ამასთან, ყურძნის დადებითი ეფექტი, როგორც კოგნიტური შესაძლებლობების შესწავლის, ისე ტვინის პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის შედეგად დადასტურდა. კვლევის ავტორის დოქტორ დენიელ სილვერმანის განცხადებით, საცდელი კვლევა მიუთითებს ყურძნის სასარგებლო თვისებებზე ნევროლოგიური და გულსისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ეფექტის დასადასტურებლად უფრო ფართო კვლევებია საჭირო. ცნობისთვის, ალცჰეიმერი არის განუკურნებელი დაავადება, რომელიც მეხსიერების დაკარგვას იწვევს. იგი პირველად 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა ალოის ალცჰეიმერმა აღწერა, რის გამოც აღნიშნულ დაავადებას მისი სახელი დაერქვა. იგი ძირითადად ადამიანებს 65 წლის ასაკის ზემოთ ემართებათ, თუმცა ნაკლებად, მაგრამ მაინც გაცილებით უფრო ადრეულ ასაკშიც იჩენს თავს. 2006 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ალცჰეიმერიით 26 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული. როგორც ვარაუდობენ, 2050 წლისათვის დედამიწაზე ყოველი 85 ადამიანიდან ერთი ამ სენით იქნება დაავადებული.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)