|
2017-02-06 17:54:09, 2226 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ადეიშვილსა და გვარამიას შორის საუბარს ასახავს, გამოძიება დაიწყო
შსს-მ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ზურაბ ადეიშვილსა და ნიკა გვარამიას შორის საუბარს ასახავს, გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის საუბარია ასახული, გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პირადი მიმოწერით, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.. შეგახსენებთ, გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მათი მტკიცებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარია ასახული. აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ, საუბარია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესზე. ისმის ორი მოსამართლის გვარიც - ალავიძე და ახვლედიანი. გარდა ამისა, ჩანაწერში აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)