2017-02-06 15:30:43, 3130 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში რომის პაპის საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა
რამდენიმე დღის წინ, რომის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა, სადაც რომის პაპი ფრანცისკე მკაცრადაა გაკრიტიკებული, - ამის შესახებ სააგენტო breitbart-ი იუწყება.
"ფრენკი, შენი კონტროლის ქვეშაა კონგრეგაციები, შენ თავი მოჰკვეთე მალტისა და ფრანცისკანების ორდენს და კარდინალებს იგნორს უკეთებ. სადაა შენი ნაქები გულმოწყალება?", - აღნიშნულია მიმართვაში.
გასულ კვირაში მალტის რაინდების ხელმძღვანელმა მაგისტრმა მეთიუ ფესტინგმა, პაპის თხოვნით, თანამდებობიდან გადადგა. ფესტინგი და ვატიკანი საზოგადო კონფლიქტში აღმოჩნდნენ გარეულები, მას შემდეგ, რაც მალტის ორდენის გავლენიანი რაინდებიდან ერთ-ერთმა, საქველმოქმედო კათოლიკური პროექტების ფარგლებში, პრეზერვატივების დარიგება აკურთხა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან