02:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 14:06:11, 1905 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარტიასთან და პარლამენტთან არანაირი ბმა არ იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატის მანანა კობახიძეს განცხადაბით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი არ არის, მაგრამ მოსამართლე კონსტიტუციისა და საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული.

როგორც კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამაჯერებელი უნდა იყოს. 

"დასამალი არ არის, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ვარ, მაგრამ მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარტიასთან და პარლამენტთან არანაირი ბმა არ იქნება. როცა მოსამართლე ხდები, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია გვერდზე რჩება და საქმის განხილვისას მხოლოდ მტკიცებულებებს ემყარები", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics