|
2017-02-06 12:07:56, 2185 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარკვეული გადაცემების დახურვა იგეგმება, სპეკულაციაა, რომელიც უნდა დასრულდეს: "დასაწყისში მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცის დახურვას ვაპირებთ, ამის არც განზრახვა გვაქვს და არც სურვილი. რაც მთავარია, არანაირი კანონმდებლობიდან გამომდინარე ამის უფლებამოსილება არ გვაქვს. ყველას ვთხოვ ამ წუთიდან აღნიშნულ თემებზე სპეკულაცია დავამთავროთ, რადგან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემები გვაქვს განსახილველი", - განაცხადა მაღლაფერიძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში ვასილ მაღლაფერიძე მედიას საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვას აცნობს. შეგახსენებთ, კოალიციამ ,,მედიის ადვოკატირებისთვის სამ იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „რეალური სივრცე“ შესაძლო დახურვის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. რის შემდეგაც 5 თებერვალს 18 საათზე საპროტესტო აქცია სლოგანით „დაიცავი რეალური სივრცე“ გაიმართა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)