|
2017-02-04 16:16:48, 1561 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა - დირექტორი პრემიერს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ღია წერილით მიმართავს. როგორც დავითაძე აცხადებს, ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე მიიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. „იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომელიც 23 წელია ფუნქციონირებს და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე სწავლობს. 2017 წლის 3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე მიიღებული იქნა გადაწყვეტილება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერება საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 6 არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ დაუგეგმავი მონიტორიგის პროცესი, რომელიც სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში რატომღაც მესამედ განხორცილდა. ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში. მოგმართავთ თხოვნით, თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის მისცეთ უფლება უკანონდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან“, - ნათქვამია სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითაძის მიმართვაში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი მოსწავლეების ჩარიცხვებთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. მათივე თქმით, ავტორიზაციის საბჭოს ოქმი 10 სამუშაო დღეში გამოქვეყნდება.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)