04:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 16:00:07, 1209 ნახვა

საზოგადოება
მურუსიძე არ აკონკრეტებს ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლის ვინაობას, რომელმაც მოსამართლეებს შეტყობინება გაუგზავნა

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ შეტყობინება“,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროა, ჩემთვის ფაქტობრივად ახლა გახდა ცნობილი რეალურად რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი. არც მოსამართლეებს არ მოუმართავს ჩემთვის ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც შემიძლია გითხრათ, რომ საუბარია ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ აღნიშნულ მოსამართლეებს წერილები, ასევე იყო სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ამ მოსამართლეების მიერ მიტანილი იქნა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთან და გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ლევან მურუსიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics