|
2015-01-12 18:19:06, 5026 ნახვა
ეკონომიკა
„დანკინ დონატსი“ საქართველოში შემოდის
ხვალ, 13 იანვარს, 11:00 საათზე „დანკინ დონატსი“ საქართველოში „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჭავჭავაძის გამზ. #36ა-ში (#55 სკოლასთან) პირველ რესტორანს ხსნის. იმავე დღეს, 12:00 ცინცაძის #37-ში (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) „დანკინ დონატსის“ მეორე ამერიკული რესტორანიც გაიხსნება. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 37 ქვეყანაში 11,000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 150 ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და რუსეთშია განთავსებული. „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს ულამაზესი და მრავალფეროვანი დონატები, სხვადასხვა უგემრიელესი სენდვიჩები, ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტი, ცივი და ცხელი სასმელები, ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები.“დანკინ დონატსი“ მენიუში ადგილობრივი გემოვნების გათვალისწინებით შექმნილ პროდუქტებსაც შემოიტანს. “Dunkin’ Donuts-ზე” მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ საიტს: www.dunkindonuts.com
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)