01:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 14:04:48, 2042 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: უფრო მოგვიწევს ვეტო გადავლახოთ, ვიდრე წარმოდგენილი შენიშვნები გავიზიაროთ

„ალბათ, უფრო მოგვიწევს, ვეტო გადავლახოთ, ვიდრე წარმოდგენილი შენიშვნები გავიზიაროთ“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა  განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო მანამ, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კანონპროექტი მაქსიმალურად სწრაფად შესულიყო ძალაში, რადგან იქ მნიშვნელოვანი ჩანაწერებია, რომელიც საქმეთა განაწილების სისტემას ეხება. შესაძლებელი იყო, რომ ის შენიშვნები, რომელიც წარმოდგენილია, მომდევნო ტალღის პროცესში განხილულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე მსჯელობა ვეტოსა და კანონის შეფერხების ფორმით გვიწევს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics