|
2017-02-03 13:38:10, 2057 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სებასტიან კურცი: საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება
„საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება“,-ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება მიულოცა. „მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება", - განაცხადა კურცმა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას საქართველოს და ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სებასტიან კურცს საქართველოს პირადი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა მისი ძალისხმევა ეუთო-ს სამუშაო პროგრამაში საქართველოს საკითხის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად განსაზღვრისათვის. „უაღრესად ვაფასებთ, ავსტრიის მთავრობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში"-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. თავის მხრივ, ორმხრივი ურთიერთობებზე საუბრისას სებასტიან კურცმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)