|
2017-02-03 12:23:47, 2074 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ჩვენ მაინც შევეცდებით, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ
„რუსეთი მაინც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან შორს არის ცივილური სამყაროსგან, თუმცა შევეცდებით, ინტეგრაციის პარალელურად კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა განსაკუთრებული საფრთხეების მოლოდინში აღარ არის. „რუსეთი საფრთხეა ისედაც, რუსეთი ოკუპანტია, ცენტრალური მაგისტრალიდან სულ რაღაც კილომეტრ ნახევარშია. განსაკუთრებული საფრთხეების მოლოდინში აღარ ვართ უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ეკონომიკური იქნება, კულტურული თუ ჰუმანიტარული ურთიერთობა. რუსეთი მაინც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან შორს ცივილური სამყაროსგან. თუმცა ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას, მაინც შევეცდებით, რომ ვიყოთ ინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან კეთილმეზობლურ, ნორმალურ დამოკიდებულებაში. ჩვენ გეოგრაფიას ბუნებრივია ვერ შევიცვლით, მაგრამ ჩვენი უპირველესი და უმთავრესი მიზანი როგორც საგარეო, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის, არის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)