|
2017-02-03 11:51:35, 2016 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში ჩართვას აქტიურად აპირებს
პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, როცა მოსამართლეთა თავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, პრეზიდენტი ვითარებით ყოველთვის ინტერესდებოდა. ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ჩიხრაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად აპირებს აღნიშული საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში ჩაერთოს. "და ყველა იმ ღონისძიებაში რომელიც ამ კითხვის ნიშნებს პასუხს გასცემს. ეს რთული თემაა. როდესაც მოსამართლეები ლაპარაკობენ გარკვეულ ზეწოლაზე, ეს უბრალოდ მითქმა-მოთქმა აღარაა, ეს არის ოფიციალური პროცესი და პრეზიდენტი აქტიური იქნება", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)