|
2017-02-02 14:37:08, 2247 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სტივენ ვულფი: ევროკავშირისთვის საქართველო საფრთხის შემცველია
ევროპარლამენტში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის სტივენ ვულფის განცხადებით, ევროკავშირისთვის თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია. როგორც ვულფმა პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დამტკიცება დიდი შეცდომა იქნება. „როცა ქალბატონმა მერკერმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, გერმანიის კარები რომ გაუღო, შესაბამისი შემოწმების გარეშე, ყველა მსურველს, ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. თურქეთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია. ქართულმა გაზეთმა „რეზონანსმა“ განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ისლამურ სახელმწიფოში. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას", - განაცხადა სტივენ ვულფმა. კენჭისყრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაიწყება. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)