23:46 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 18:49:53, 1574 ნახვა

კომენტარი
„სეოკ-ის წესდება შესაცვლელია, ის არ უზრუნველყოფს სწორ საარჩევნო სისტემას“

ორგანიზაციის "სოციალური დიალოგი სპორტში" დამფუძნებელი და პრეზიდენტი კესო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდება შესაცვლელია.

"წესდება და კანონი არის ცოცხალი ორგანიზმი, ის აჩვენებს რომ ვითარდება. მე გავეცანო ოლიმპიური კომიტეტის წესდებას და შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ ოლიმპიური კომიტეტის წესდება არ სუნთქავს, არ აჩვენებს, რომ ვითარდება. წესდების ყოველი მუხლი ბუნდოვანია და აჩვენებს, რომ შესაძლოა სადაო გახდეს. ნებისმიერ მხარეს აძლევს დავის დაწყების საშუალებას. შესაძლებელია წესდება ბევრად უფრო კონკრეტული და გამართული იყოს, ეს არ არის რთული პროცესი. ოლიმპიური კომიტეტის წესდება აბსოლუტურად არ უზრუნველყოფს სწორ საარჩევნო სისტემას და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს",- განაცხადა კესო ჩხიკვაძემ.

ოლიმპიური კომიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ორგანიზაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე წესდება უნდა შეიცვალოს, რათა მომავალშიც არ შეიქმნას მსგავსი სახის პრობლემები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics