|
2017-02-01 14:12:03, 1004 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან სტრატეგიული დონის ურთიერთობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ საქართველოში აზერბაიჯანელი კოლეგის დაგეგმილი ვიზიტისა და სამმხრივ ფორმატში - საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. „ერთი თვის წინ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ დონეზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შევხვდით და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. წელს ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება აზერბაიჯანთან. კერძოდ, ჩვენ ველოდებით აპრილის თვეში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, კიდევ ერთხელ განვიხილავთ და განვახორცილელებთ 2017 წლის თავდაცვის თანამშრომლობის გეგმის მიხედვით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ასევე, შესაძლებლობა გვაქვს სამმხრივ ფორმატში თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დავგეგმოთ ერთობლივი წვრთნები და ის გეგმები, რომლებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებით გვაქვს ამ ქვეყნებთან გათვალისწინებული. ასე რომ, თანამშრომლობის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს წელს და აზერბაიჯანთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრნენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)