|
2017-02-01 10:55:47, 846 ნახვა
საზოგადოება
ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო
ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება. ირაკლი კობახიძე შეხვდა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანისთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარეს, კრისტინ დეფრენს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს, მათ შორის ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან და კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან. მაღალი დონის შეხვედრებზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან ერთად, ბელგიის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან და რიგი შეხვედრები ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებთან. ზოგადად, საუბარი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკვე არსებულ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენს მომავალ გეგმებზე და ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც უკვე 2 თებერვალს კენჭს უყრიან. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი სამუშაო ვიზიტით სწორედ ბრიუსელს ეწვია, პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში გაცხადებული საგარეო პრიორიტეტების კიდევ ერთი დადასტურებაა. „იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, პარლამენტმა, მივიღეთ რეზოლუცია და დეკლარირებულად განვაცხადეთ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები, ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმასაც, რომ რეზოლუციაში დაფიქსირებულ პრიორიტეტებს, როგორიც არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, ამ კონკრეტული ვიზიტითაც ხაზს ვუსვამთ. პირველი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არის ბრიუსელში. ბრიუსელში გაიმართება ფართო და ყოვლისმომცველი შეხვედრები, რომლებზეც განხილული იქნება ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან და რაც მთავარია, ხვალ იქნება კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მხარდასაჭერად. შესაბამისად, ძალიან პოზიტიურ შედეგებს ველოდებით“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)