12:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 10:41:23, 2305 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი და ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძლადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ერთ - ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღეს დიდი ოდენობით თანხა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics