12:16 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 11:20:51, 2365 ნახვა

სამართალი
შალვა ხუციშვილის განცხადებით, გია ცერცვაძის საქმეზე ინტერპოლის მეშვეობით ინფორმაცია გაიცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით,  გია ცერცვაძის საქმე ერთადერთი იყო, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით ინფორმაცია გაიცა.

აქედან გამომდინარე, ხუციშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების განცხადება, თითქოს ქართული მხარე  რუსეთს სამხედროების შესახებ ინფორმაციას აწვდის, სიცრუეა.

ხუციშვილის განმარტებით, გია ცერცვაძის საქმეში ბევრი დეტალია, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ შეუძლიათ:

„ერთადერთი საქმე იყო, რაზედაც ინტერპოლის მეშვეობით არის გაცემული ეს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა ცერცვაძესთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე  სხვა რაიმე მსგავსი ქეისი, რაც ცერცვაძის ქეისის მსგავსია, ჩვენ არ გვაქვს. არის თემები, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ვისაც ეს თემა აინტერესებს და ვისაც ამის კომპეტენცია აქვს, შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics