|
2017-01-31 10:49:14, 2626 ნახვა
სამართალი
ალკოჰოლური სასმელის რეალიზაცია აქციზური მარკის გარეშე - დაკავებულია ერთი ადამიანი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელის - „david“- ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 700 ერთეული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)