|
2017-01-30 18:12:08, 1188 ნახვა
სხვადასხვა
გებელსის პირადი მდივანი ბრუნგილდა პომზელი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა
მიუნჰენში, სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის იოზეფ გებელსის პირადი მდივანი ბრუნგილდა პომზელი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. გებელსის მდივნად ბრუნგილდა პომზელმა 3 წლის განმავლობაში იმუშავა. 1945 წელს იქ დააპატიმრეს და 5 წელი საბჭოთა კავშირის ბანაკში გაატარა. ამის შემდეგ, ბრუნგილდა პომზელი გერმანულ ტელევიზიაზე მუშაობდა. გებელსის პირადი მდივანი აცხადებდო, რომ ჰალაკოსტას და ბანაკების შესახებ ომის დასრულებამდე არაფერი იცოდა. ამასთან, ის ასევე აცხადებდა, რომ იოზეფ გებელსს არასდროს აპატიებს იმას, რაც მან მსოფლიოს დამართა. პომზელის შეფასებით გებელსი არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებდა. "შენ ხედავ ადამიანს, ყოველდღე ნახულობ მას ოფისში. გემოვნებულად ჩაცმულს, განათლებულს, კარგი მანერებით, მერე კი ის გადარეულ ჯუჯას ემსგავსება. შეუძლებელია უფრო მძაფრი კონტრასტის დანახვა", - ამბობდა პომზელი. ბრუნგილდა პომზელი იყო ერთ-ერთი ბოლო ვინც ნაცისტური გერმანიის წამყვან წევრებს პირადად იცნობდა. ცნობისთვის, სწორედ იოზეფ გებელსი იყო ნაციზმის პროპაგანდისტი, ადოლფ ჰიტლერის მმართველობის დროს. ნაციზმის მთავარმა იდეოლოგმა იოზეფ გებელსმა 1945 წლის 1 მაისს თავი მოიკლა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)