|
2017-01-30 16:47:26, 1867 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგა ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ
„ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა. ბოკერიას თქმით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ძლიერი გუნდით ქვეყნისთვის საქმის კეთებას შეუდგება. „ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებით, სადაც უნდა მოვიყვანოთ ხალხი თვითმმართველობაში, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს. დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის შეცვალა. მერე მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი და რაც მთავარია ამის შემდეგ დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნისთვის ძლიერი გუნდით, რომელიც ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, ძლიერი გუნდით, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას და როგორც აქ უკვე ითქვა თავისუფალი ადამიანები მოიპოვებენ კეთილდღეობას, თავისუფალი ადამიანები დაიცავენ უსაფრთხოებას, თავისუფალი ადამიანები უზრუნველყოფენ ეკონომიკურ წინსვლას და ამ ქვეყნის საბოლოო დაბრუნებას თავისუფალ და ერთიან ოჯახში, სადაც ადამიანები იცხოვრობენ ღირსეულად, სადაც ყველას აქვს შანსი წინსვლის და სადაც ყველას აქვს შანსი ეკონომიკურად დაცული იყოს, ამიტომ ვიწყებთ თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ამ მოძრაობას თავისუფლებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)