|
2017-01-30 12:49:13, 1760 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძემ მიიჩნევს, რომ სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის შედეგადაც ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა. "მე შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, თუ რამდენად მძიმეა ეს მათთვის. უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ, მე ვფიქრობ ერთგვარი ვალდებულებაც კი, უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა ამ მიმართულებით მიდგომები", - განაცხადა კახი კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად შენობაზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)