|
2017-01-30 11:28:18, 2370 ნახვა
სამართალი კომენტარი
დავით გელაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ამჟამად ავარიულია, შიგნით მუშაობა საფრთხეს წარმოადგენს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ამჟამად ავარიულია. როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა მოხდა, რის გამოც შენობაში მუშაობა ამ მომენტისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „შემოვიდა შეტყობინება 04:10 წუთზე. დაახლოებით, სამ წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, 3000კვ.მ-ზე იყო ხანძარი. გამოძახებაზე სულ 31 სახანძრო-სამაშველო დანაყოფი მოვიდა. ხანძრის ქრობიდან 5 წუთში ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10 000 კვ.მ-ს, მოსვლიდან 10-15 წუთში უკვე 13 000 კვ.მ ზე იყო ღია ცეცხლი გაჩენილი. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები. მაღალი ტემპერატურის შედეგად, შენობის გარკვეულმა ფრაგმენტებმა მიიღო დაზიანება, მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა. ამ მომენტისთვის შენობა, შეიძლება ითქვას, რომ ავარიულია. შიგნით მუშაობა საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა გელაშვილმა. ამასთან, ხანძრის ლოკალიზების დროს ერთი მეხანძრე მსუბუქად დაშავდა. მას დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)