12:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 10:55:58, 2789 ნახვა

სამართალი
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია - დაშავდა 1 მეხანძრე

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების დროს 1 მეხანძრე დაშავდა.

„შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ, მობილიზებული იყო 31 სახანძრო ბრიგადა, ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებულია 1 მეხანძრე,მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - წერს თეა პერტაია.

ცნობისთვის,ხანძრის  შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. მათი თქმით, ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად შენობაზე გავრცელდა. 

ცეცხლის   გაჩენის მიზეზები უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს


.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics