23:51 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 13:05:07, 2528 ნახვა

სამართალი კომენტარი
ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ე.წ. კაბელების საქმე გასაჩივრდება

 „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ბრალდებულების შეწყალების მიუხედავად, ე.წ. კაბელების საქმე სასამართლოში გასაჩივრდება.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების დაკავება როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლოს სისტემისთვის სამარცხვინოა.

„ჩვენ როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის წარმომადგენელი თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პირებს არ ჰქონდათ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებული ქმედება. ამას ვერ ამტკიცებდა პროკურატურა და თვეების განმავლობაში ვერ შეძლო პროკურატურამ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოედგინა პირთა ბრალეულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საქმე მაინც წაიღო სასამართლოში და თვეების განმავლობაში ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, როგორც პროკურატურისთვის ასევე სასამართლო სისტემისთვის. საკითხის თითქოს გადაკვალიფიცირება აჩვენებს იმას, რომ სასამართლომ ბოლომდე მაინც არ აიღო პასუხისმგებლობა, რათა ეს უკანონობა დაეკანონებინა, თუმცა შეფუთა ეს იმგვარად, რომ თითქოს ისევ სასამართლომ გამოასწორა დაშვებული შეცდომა. ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ დანაშაული, რომელზეც მათ პროკურატურა ედავებოდა და მათ უნდა ჰქონდეთ უდანაშაულო ადამიანების სახელი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics