|
2017-01-27 15:52:34, 1172 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ უკლება და გია ცერცვაძე უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდნენ
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება, საქართველოს კონსული, გია ცერცვაძე, მისი მეუღლე და ადვოკატი უკრაინის სახალხო დამცველს ვალერია ლუტკოვსკას შეხვდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას სახალხო დამცველმა გია ცერცვაძეს გათავისუფლება მიულოცა და განაცხადა, რომ მონიტორინგს ახორციელებდა აღნიშნულ საქმეზე. როგორც ვალერია ლუტკოვსკამ აღნიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მის ქართველ კოლეგასთან, უჩა ნანუაშვილთან ჰქონდა. შეხვედრაზე ლუტკოვსკამ განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი კვლავაც განაგრძობს მონიტორინგს ქართველი სამხედროს საქმეზე. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა უკრაინის სახალხო დამცველს მხარდაჭერისთვის და აღნიშნულ საქმეზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)