|
2017-01-27 14:25:14, 1042 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ადაპტირება 2017 წელსაც გაგრძელდება
2017 წელს თბილისის 35 საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ადაპტირება მოხდება - აღნიშნული პროექტი დედაქალაქის მთავრობის 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რაც საზოგადოებრივი ობიექტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საჯარო ბაღების ინფრასტრუქტურის ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვისა და შშმ პირთათვის 2016 წლიდან დაიწყო და წლის ბოლოსათვის უკვე 40 საბავშვო ბაღში სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პანდუსები მოაწყო. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქცია ახალ ბაღებში პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ძველი შენობებისთვის კი პანდუსების პროექტირება ინდივიდუალურად ხდება. „აღსანიშნავია, რომ თბილისში 2016 წლამდე არსებული არც ერთი საბავშვო ბაღი ადაპტირებული არ ყოფილა და ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ თბილისის მთავრობის სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. გასულ წელს 40 ბაღის ადაპტაცია დავასრულეთ, წელს კი ამ რიცხვს კიდევ 35 ბაგა-ბაღი შეემატება. ჩვენი მიზანია, რომ 2018 წლისათვის თბილისში ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული იყოს,“-განმარტა საბავშვო-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა. (NS)
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)