|
2017-01-27 12:52:34, 1635 ნახვა
კომენტარი
გია ცერცვაძე: სანამ შემიძლია, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ვიბრძოლებ რუსეთის წინააღმდეგ
ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის განცხადებით, რუსეთის ამოცანაა, მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც საქართველოს უსაფრთხოებაზე ჰქონდა და აქვს ინფორმაცია. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ცერცვაძემ რუსეთის მხრიდან დევნის კიდევ ერთ მიზეზზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომს და შურისძიებას უკავშირდება. ვიცე-პოლკოვნიკის განმარტებით, რუსეთს უნდა ყველა იმ ხალხის დასჯა, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდა. „რუსეთის ამოცანაა, პირველ რიგში მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც ქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე. ანუ სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების, სტრუქტურის და ა.შ. ყველაფერზე, რაც საქართველოს საიდუმლოებას წარმოადგენს. მეორე მოტივი ის არის, რომ უნდათ დასაჯონ ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში“, - განაცხადა გია ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, ის საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით შოკირებულია და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქართველი სამართალდამცავები მას არ მიაწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინტერპოლით ძებნა ხორციელდებოდა. ამასთან, სამხედრო ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა ომში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იბრძოლებს. „ჩემთვის დიდი შოკი იყო პირველ რიგში ეს, რომ ასე მოხდა, მაგრამ თუ ბედისწერაა, უმჯობესია ომში დაიღუპო, ვიდრე ასე ცხვარივით დაგკლან. ეს იყო დასანანი. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ. მთავრობაში ხალხი მოდის და მიდის, საქართველო მაინც დარჩება და სანამ შემიძლია, დღეს უკრაინაა, ხვალ აფრიკა, სადაც არ უნდა იყოს, მე ყველგან ვიქნები, სადაც ბრძოლა იქნება რუსეთის წინააღმდეგ“, - აცხადებს ცერცვაძე. შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. იგი რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის ძებნილა სიაში იყო. რუსული მხარე მას მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედავება და ცერცვაძის ექსტრადირებას ითხოვს. რუსეთის მტკიცებით, გია ცერცვაძემ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში და შემდეგ უკრაინის ომში იბრძოდა, 2003 წელს სოჭში ადამიანი მოკლა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)