|
2017-01-26 18:30:50, 2516 ნახვა
პოლიტიკა სამართალი
მოსწავლესთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ ყოფილ მანდატურს აღკვეთის სახით, გირაო შეეფარდა
16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის გამოყენების ითხოვდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ყოფილ მანდატურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც 16 წელს მიუღწეველთან წინასწარი შეცნობით სქესობრივ კავშირს გულისხმობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მანდატურს შვიდიდან - ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)